მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კომენდანტის საათი ამ წუთიდან 22 ნოემბრის 22 საათამდე აღარ მოქმედებს

საქართველოს 7 ქალაქში ღამით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ორი დღით მოიხსნა. დადგენილება მთავრობამ 19 ნოემბერს მიიღო.

“დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება”, – განმარტავენ მთავრობის პრესსამსახურში.

მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა. წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს, იურიდიულ პირებს კი 10.000 ლარით. 

“იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button