მნიშვნელოვანისაქართველო

ოპოზიცია ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას აანონსებს

ქუთაისში საპროტესტო აქცია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლების პარალელურად აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაპირველად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლთა თქმით, აქციის მონაწილეებს დაახლოებით ათი ადამიანი დაუპირისპირდა. ისინი აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი მათი დაშინება და მორალურად გატეხვაა:
„შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აქტივისტები დაჭერით ვერ შეაშინა და ახლა გადაწყვიტა, რომ საკუთარი მომხრეების მობილიზებით დააშინებს მათ, თუმცა არ გამოსდის.
ოპოზიცია პროპორციული არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების ჩატარებას სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, მერიის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს მოწოდებებს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, დაიწყება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. მისი სიტყვებით, „ქუთაისში დღეს გამართული აქცია გაფრთხილებაა ხელისუფლებისთვის, თუ ისინი გონს არ მოეგებიან დაიწყება წინააღმდეგობის მოძრაობა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button