მნიშვნელოვანისაქართველო

ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და აქციას კვლავ ერეკლე მეორის ძეგლთან აანონსებს

ოპოზიციის პასუხი თელავის მერიას – გაერთიანებული ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და მასშტაბურ აქციას კვირას, 16 დეკემბერს, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის ძეგლთან გამართავს.

განცხადება გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს და კვირას დაგეგმილი აქციის ადგილი არ შეიცვლება. ვაშაძე აქციის გამართვასთან დაკავშირებით თელავის მერის უარსაც ეხმაურება და ამბობს, რომ მან კანონი დაარღვია, რადგან მერიას არ აქვს უფლება, აკრძალოს ან ნება დართოს აქციის ჩატარების.

ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია მხოლოდ ვალდებული იყო, რომ აქციის გამართვის თარიღი შეეტყობინებინა მერიისთვის.

გიორგი ვაშაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button