მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ოპოზიცია, კახეთის მოსახლეობას, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ოპოზიციის, ევროპული საქართველოსა და ლელოს წარმომადგენლები, კახეთის მოსახლეობას კვირას დანიშნულ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ადგილობრივების დასარწმუნებლად, პარტიების წარმომადგენლებმა თელავის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და შესაბამისი ფლაერები დაარიგეს.

“ყველას მოვუწოდებთ, კვირას აქციაზე მოვიდნენ. ბევრი უნდა ვიყოთ და ივანიშვილი ვაიძულოთ, გაყალბებული არჩევნების ნაცვლად, ახალი დანიშნოს. სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხის ნებას ვერ მოიპარავენ”, – განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა.

თელავის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ახმეტაში გადაინაცვლეს.

ქუჩაში მსვლელობა და ფლაერების დარიგება, მთელი დღის განმავლობაში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში მოხდება.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მასშტაბური საპროტესტო აქცია, 8 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ, 15:00 სთ-ზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button