მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები
ოპოზიცია კახეთში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობს
“გაერთიანებული ოპოზიცია” კახეთში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობს და არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, თბილისში დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან, რომელიც 4 საათზე გაიმართება.
კახეთში “ენმ”-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ბეჟაშვილის შტაბის უფროსი, რამაზ ქერეჯაშვილი ამბობს, რომ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის ოლქებში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა, ხოლო ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.
ასევე, ოპოზიციის წევრევრების ინფორმაციით, მათი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან განმარტებების გარეშე მოხსნეს. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან ღია აგიტაციას ატარებდნენ “ოცნების” წარმომადგენლები.