მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია მოთხოვნას არ ცვლის და აქციისთვის ემზადება

ამ წუთებში ოპოზიცია კიდევ ერთი კონსულტაციისთვის იკრიბება და  14 ნოემბრის აქციის საორგანიზაციო საკითხებს განიხილავს. ოპოზიციაში ამბობენ,  მოლაპარაკებები  შედეგის მომტანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

“ჩვენ აქტიურად ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის ეს იქნება მასშტაბური დიდი აქცია რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია და ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ იმ შედეგებთან შეგუებას რაც ცესკომ მას დაუწერა”, – თქვა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, 12 ოქტომბერს მოლაპარაკებებზე ძირითადად პოზიციების გაცვლა მიმდინარეობდა და შემდეგ რაუნდზე ისინი ხელისუფლების წინადადებას ელოდებიან.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ აქციებს შეწყვეტენ და მათი მოთხოვნები იგივე რჩება.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია შაბათს, 14 ნოემბერს 3 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.

მოვისმინოთ ზაალ უდუმაშვილის, გიგი უგულავას, სერგო ჩიხლაძის, ანზორ ბიწაძის ხმები

მსგავსი პოსტები

Back to top button