მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველო

ოპოზიცია პარლამენტის დატოვებით იმუქრება

არ არის გამორიცხული ქართული ოცნება პარლამენტში კვლავ მარტო დარჩეს, ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს.

დეკანოიძე ეხმაურება „ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას, იმის შესახებ, რომ თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პარლამენტი დატოვონ.

„მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, იმ შეთანხმების შესრულება, რომელსაც მიუერთდა თვითონ „ოცნება”, გარკვეულწილად არის წითელი ხაზი და მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე „ქართული ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არც ერთი შეთანხმების პუნქტი არ სრულდება და არ სრულდება ის მოლოდინები, რომელიც გვქონდა, მათ შორის, იმ ოპოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არ შეწყდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button