მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია პარლამენტში მუშაობას საპროტესტო აქციების ფონზე იწყებს

შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა საპროტესტო აქციების ფონზე მოუწიათ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებიც. ისინი აპროტესტებენ ამნისტიის კანონს,რომლის დარეგისტრირებაც მიმდინარე კვირაში იგეგმება.

უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია იმ პოლიციელებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ, ასევე, ბრძანების გამცემ პირებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველაზე, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არ შეეხება კონვენციურ მუხლებს.

შეგახსენებთ, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციიდან არიან: „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. ასევე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკის და პარტია „ევროპული საქართველოს“ სიებით არჩეული ცალკეული დეპუტატები.

პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

მსგავსი პოსტები

Back to top button