მნიშვნელოვანისიახლეები

კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და რქაწითელს მთავრობა 20 თეთრით დაასუბსიდირებს

ღვინის სამშობლოში რთველისთვის ემზადებიან. ფერმერები ახლა მოსავალს ელოდებიან და პარალელურად, სეტყვისგან გადარჩენილ ვენახებზე ზრუნავენ. მათთვის ახლა მნიშვნელოვანი ყურძნის დროულად დაკრეფვა და მისაღები პირობებით ჩაბარებაა.

კახეთში, უხვი ნალექის გამო დაზინებულ ვენახებს შორისაა ფერმერ გიორგი კოტეშაძის ვენახიც. ფერმერი კლიმატური პირობების გამო, ყურძნის მოსავლის არასათანადო ხარისხზე საუბრობს და სუბსიდირების იმედი აქვს.

ღვინის ქარხნები მოსავლის მისაღებად აქტიურად ემზადებიან. რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად, მალე შესაბამისი შტაბიც შეიქმნება. კახური მწვანის ჯიშის ყურძენსა და რქაწითელს მთავრობა წელს 20 თეთრით დაასუბსიდირებს, შესაბამისად 1 კილოგრამის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. ხელისუფლება მევენახეებს ჰპირდება, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ და ქარხნები დაზიანებულ მოსავალსაც მიიღებენ.

ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის პოპულარიზაცია კვლავ მთავრობის პრიორიტეტია, სწორედ ამას ემსახურება სუბსისიდერების პროგრამაც, რომელიც თანაბრად შეუწყობს ხელს მეწარმეებსა და მევენახეებს.

რთველის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ღვინის ექსპორტზეც. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 103 მილიონი ლიტრი ღვინო, რამაც ჯამში რეკორდული მაჩვენებელი 252 მილიონი დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button