მნიშვნელოვანისიახლეები

,,ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ,,-„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის ანგარიშით უკმაყოფილოა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სადავო პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან ძირითადი აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არსებობს. ამის გამო ამ პარტიის წარმომადგენლები უკმაყოფილო დარჩნენ, რაც არ დამალეს.
პირველმა კითხვის დასმის უფლებით დეპუტატმა ნინო წილოსანმა ისარგებლა. მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ომბუდსმენის ანგარშში საუბარია იმ ჟურნალისტებზე, რომლებზეც პროევროპული აქციების დაშლის დროს პოლიციელებმა იძალადეს:
„მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! – არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება!“
ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი დაინტერესდა, მუშაობენ თუ არა სახალხო დამცველის აპარატში ის თანამშრომლები, ვინც ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის დროს ანგარიშების დაწერაში მონაწილეობდნენ:
„სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა – მეტ ნაკლებად გიცნობთ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ ეს „სტაფის“ ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული?“
ნინო ლომჯარიას მსგავსად ის ლევან იოსელიანს სთხოვს, იყოს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახალხო დამცველიც.
„თქვენ, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა სამართალი არ იცით… ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ… თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა… მე ადამიანის უფლებათა სპეციალისტი ვარ თქვენგან განსხვავებით“.
ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკას პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ… რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში 400-გვერდიანია, დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ „მისასალმებელია“, „დადებითად ვაფასებ“. მოხსენებაში ეს ნაწილები შეგნებულად არ გადმომიტანია და არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე… სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი“. წელს ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის დროს პირველად აჯამებს იმ პერიოდს, როცა ის იკავებდა ომბუდსმენის თანამდებობას. გასული ანგარიში შეეხებოდა არამხოლოდ მისი, არამედ მისი წინამორბედის, ნინო ლომჯარიას მუშაობის პერიოდს.

მიმაჩნია, რომ ჩემი პოზიცია ნეიტრალური უნდა იყოს – დაცლილი პოლიტიკური შეფასებისგან. ასე რომ, ეს არის ჩემი პოზიცია. ძალიან გთხოვთ, თქვენც მომავალში ნუ მომთხოვთ პოლიტიკურ შეფასებებს, იმიტომ, რომ როცა მე პოლიტიკურ შეფასებებს დავიწყებ, მე გავალ ჩემი მანდატის ფარგლებიდან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
იოსელიანის განმარტებით, მისი მანდატის ნაწილი არ არის, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს.
„ძალიან გთხოვთ, ნუ მთხოვთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. აქ გაიჟღერა, რომ ვიღაც პარლამენტის წევრები ჩამოსულები იყვნენ და რაღაცები ილაპარაკეს…ასეთი საკითხები ჩემს კომპეტენციაში აბსოლუტურად არ შედის. ითქვა, რომ რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო, შეიძლება იყო, შეიძლება ჩამოვიდნენ და რაღაცები ილაპარაკეს, თუმცა, რაც არ უნდა ელაპარაკათ, მე არ ვიცი. ეს ჩემი მანდატის ნაწილი არ არის, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო.
მე თუ ამ გზას დავადგები, დამერწმუნეთ, რომ ეს არავისთვის კარგი არ იქნება. პირველ რიგში, ამ ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ძალიან რთულია, როცა სახალხო დამცველი ხარ და როცა ორივე მხრიდან ზეწოლა არის მარტო ერთ რამეზე – რომ პოლიტიკურად შეაფასო კონკრეტული მოვლენა. აქედან რომ გავალ, ოპოზიციური ტელევიზიები მომთხოვენ ისევ პოლიტიკურ შეფასებას დღეს დაკავებული ადამიანების [შესახებ] – ისინი არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები და ა.შ., რასაც ასევე არ ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ჩემი პოზიცია ნეიტრალური უნდა იყოს, დაცლილი პოლიტიკური შეფასებისგან. ასე რომ, ეს არის ჩემი პოზიცია. ძალიან გთხოვთ, თქვენც მომავალში ნუ მომთხოვთ პოლიტიკურ შეფასებებს, იმიტომ, რომ როცა მე პოლიტიკურ შეფასებებს დავიწყებ, მე გავალ ჩემი მანდატის ფარგლებიდან. ეს არის, რისიც მჯერა და როგორც ვაპირებ ჩემი ვადის ბოლომდე მუშაობას”, – განაცხადა იოსელიანმა.

მომავალ წელს და იმის მომავალ წელს, როცა აქ მოვალ, მიღწევებზე საუბარს არ ვაპირებ – ვაპირებ პრობლემებზე საუბარს! გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის! , – აღნიშნული განაცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.
აქვე იოსელიანმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება კომფორტული არ არის, მაგრამ სახალხო დამცველის მანდატი ასეთია.
“აქ ყოფილი სახალხო დამცველი ზის და როცა ის სახალხო დამცველი იყო, მიღწევებზე არ ლაპარაკობდა – ის იმ დროს არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობდა. მეც არსებულ პრობლებზე უნდა ვილაპარაკო. არ იქნება პერიოდი, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემები ამოწული იქნება – ყიველთვის რაღაც იქნება და სახალხო დამცველმა ამაზე უნდა ილაპარაკოს.
ქვენ სისტემური დანაშაულები ახსენეთ. სოზარ სუბარის დროს სისტემური დანაშაული იყო, მაგრამ სისტემური პრობლემები ახლაც არის. სისტემური პრობლემაა, როცა ყველა სოციალური საცხოვრისი, რაც საქართველოშია, ადამინის უფლებების კუთხით აბსოლუტურად მიუღებელია და იქ ცხივრება ღირსების შემლახავია. არ არის ეს სისტემური პრობლემა? – რამეს ვიგონებ?!
სხვადასხვა დროს სხავადასხვაგვარი გამოწვევებია. გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად რის და ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის.
და ბოლოს, სანამ სახალხო დამცველი ვიქნები, მე პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ და პოლიტკურ დებატებში არ ჩავერთვები – ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე და მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ლევან იოსელიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button