მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია სანქციების გამკაცრებას აპროტესტებს და კანონზე ვეტოს დადებას ითხოვს

ოპოზიცია პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადოს. პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ კანონი ანტიდემოკრატიულია.

“ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად გამოეხმაურნენ და სწორედ ჩვენი ინიციატივით შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ საკითხზე, ეს გახსოვთ, რომ კანონის მიღების დღეს მოხდა. ეს არის სასჯელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში.

მე გითხარით, რომ ერთია ვეტოს უფლება და მივესალმები თუ ამ ვეტოს გამოიყენებს პრეზიდენტი და ეს პირველი პრეცედენტი იქნება. მეორეა, რომ პარალელურად ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ჩვენ აუცილებლად დავარეგისტრირებთ კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, დავაბრუნოთ ძველი ნორმები, რაც იყო”,- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

მსგავსი პოსტები

Back to top button