მნიშვნელოვანისიახლეები

,,ოპოზიცია სიებზე ვერ თანხმდება საბოლოოდ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს,,-კობახიძე

როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება ძალიან ბევრი ერთი, ორი და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე და კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, უჭირთ გაერთიანება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ გაერთიანება.

საბოლოო ჯამში, ეს კარგ სურათს მოგვცემს. ეს სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს ქართული ოცნების მორიგ მე-9, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას”, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, მათ არჩევნებზე “წარმატების შანსი არ აქვთ”.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “დამაჯერებლად მოიგებს”.

„საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს კარგ სურათს. საბოლოო სურათი იქნება, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს „ქართული ოცნების“ მორიგ, მეცხრე ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი იქნება პროცესებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, ასეა უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა არ გამოუვიდათ და ვერ აღასრულეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განაცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რომლითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგება და არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს.

“ყველა კარგად ხვდება, რომ მათ არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, არ შეუძლიათ პოზიტიური შეთავაზებების წარდგენა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა, თავიდან ბოლომდე, პირდაპირ დესტრუქციაზეა დაფუძნებული.
ღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც „ქართული ოცნება” წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მოვიპოვებთ. “ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button