მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ოპოზიცია თელავში მოსახლეობას ხვდება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები თელავის მოსახლეობას ხვდებიან. რეგიონებში პირველი გასვლითი შეხვედრებისათვის პოლიტიკოსებმა კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი შეარჩიეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განმარტებით, 15 მაისი ცვლილებების დაწყების დროდ უნდა იქცეს.

“მთელ საქართველოში, კახეთშიც და ყველა სხვა რეგიონში, ჩვენს ამომრჩეველს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, უკან მიდის. ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ყვაოდეს. პირველ რიგში იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს”-განაცხადა უგულავამ.

მანამდე, თელავში ოპოზიციის ლიდერებმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, დახურული შეხვედრა ჩაატარეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

შეგახსენებთ, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დიდი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.
მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, ოპოზიციურმა გაერთიანებამ, განცხადება 20 მარტს გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button