მნიშვნელოვანირეგიონი

ოპოზიცია ტყუის არჩევნები არ გაყალბებულა-ოცნება ყვარელში ილიაობის დღესასწაულს დაესწრო

ყვარელში ილიაობის დღესასწაულს, პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

მედიასთან საუბარში, ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ტყუის და არჩევნები არ გაყალბებულა.

“ოპოზიცია ტყუის და ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, ამას ვერ მოახერხებენ, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ უნგრეთში საკუთარ ვიზიტზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან საუბარი ჰქონდა.

“ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის”- განაცხადა პრემიერმა.

უნგრეთში ვიზიტის დროს, ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა და გერმანიის კანცლერმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების გამოძიებისკენ მოუწოდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button