მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციამ მოძრაობა “სირცხვილიას” გადაწყვეტილება შეაფასეს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მოძრაობა “სირცხვილიას” გადაწყვეტილება შეაფასეს, რომელიც “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” რეგისტრირდება.

“გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება მისთვის “აუხსნელად არასწორი” გადაწყვეტილებაა.

“აუხსნელად არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არავინ ავალდებულებდა დარეგისტრირებულიყო, შეეძლოთ, არ გაევლოთ რეგისტრაცია. მერე იუსტიციის სამინისტრო თვითონ აიძულებდა, რომ რეგისტრაცია გაევლოთ და როცა ვიღაც გაიძულებს, გასაგებია, რომ შენ არ გაქვს გამოსავალი და აღმოჩნდებოდი ამ რეესტრში. არც ჯარიმის გადახდა მოუწევდათ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შეიძლება, წინასაარჩევნოდ, ერთი 10 000 ლარიანი ჯარიმა გადაეხადათ. ყოველ შემთხვევაში, მათი პოზიცია თანმიმდევრული იქნებოდა. რატომ მიიღეს ასეთი უცნაური გადაწყვეტილება, არ ვიცი. ყველანაირი ახსნა მომისმენია, მაგრამ ფაქტია, რომ აუხსნელად არასწორი გადაწყვეტილებაა,” – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

“რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ პროცესს” სანიტარული წმენდა” უწოდა.

“მე არ ვაპირებ შესვლას “სირცხვილიას” გადაწყვეტილების განსჯაში. მთავარია, რომ ეს არის “სანიტარული წმენდა” და მადლობას იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი ამ სანიტარული წმენდისთვის, რომელიც ამ პროცესში ძალიან კარგად გამოჩნდა,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, თითოეული ორგანიზაციის გადასაწყვეტია, გამოიჩენს თუ არა “სამოქალაქო გამბედაობას”.

“ორგანიზაციების 99% აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი “ბილწს არ შეეკრნენ ზავითა”, რაც არის გამარჯვების ფორმულა საქართველოს ისტორიაში ყოველთვის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა “არ შეკრა ბილწს ზავითა”; რაც შეეხება გარკვეულ ორგანიზაციებს – მათი გადასაწყვეტია, გამოიჩენენ თუ არა სამოქალაქო გამბედაობას,” – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

თამარ კორძაიასთვის კი “სირცხვილიას” გადაწყვეტილება სირცხვილია.

“ერთადერთი პასუხი მაქვს მეც – სირცხვილია,” – აცხადებს თამარ კორძაია.

,,უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში,,-მაქარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი გამჭვირვალობის კანონის რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას ეხმიანება.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქტიურად მოქმედი NG0-ების დაახლოებით მეოთხედია უკვე რეგისტრირებული.

პარლამენტის წევრი „სირცხვილიას“ რეესტრში რეგისტრაციის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ორგანიზაციამ კანონი წაიკითხა და მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ითვალისწინებს.

“მისასალმებელია, რომ ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ. აქტიურად მოქმედი ორგანიზაციების დაახლოებით მეოთხედი უკვე დარეგისტრირებულია და ალბათ, ორშაბათს, კიდევ უფრო მეტი დარეგისტრირდება. ასევე მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ისახავს მიზნად და დარეგისტრირდა. იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციებიც დარეგისტრირდებიან და არ განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ აბსურდული ქმედებების განხორციელებას,“-აღნიშნა ეკა სეფაშვილმა

მსგავსი პოსტები

Back to top button