მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიციას მუშაობა პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან მოუწევს

ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. ამასთან საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ახალი თავმჯდომარის პირობებში განაგრძობს.

არჩილ თალაკვაძის გადადგომასა და კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობას პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.

“აქტიურად იყო ჩართული მძიმე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. მას შემდეგ რაც პარლამენტში ვითარება თვისობრივად უნდა შეიცვალოს, სასურველად ჩაითვალა, რომ პარლამენტის სპიკერი იყოს ამ პროცესებისაგან დისტანცირებული ადამიანი, რომელიც უფრო ნეიტრალური პოზიციონირებით იქნება აღქმული ყველას მხრიდან და შეასრულებს პარლამენტის სპიკერის მოვალეობას,” – აღნიშნა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციის შეფასებით კი საკადრო გადაადგილება ვითარებას არ ცვლის.

“პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იქნება, მე მგონი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, განსხვავება იქნება პიჯაკისა და ჰალსტუხის ფერში, მეტი სხვა არანაირ განსხვავებას არ მოგვცემს კუჭავა იქნება თუ თალაკვაძე.
ამით მოუწია ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი რაღაცის აღიარება, დათმობა და ის ადამიანი, რომელიც ასოცირდება მარცხთან, ჩამოაშორეს პროცესს,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად პარტიაში მიმდინარე როტაცია დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button