მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციის აქციამ სუს-თან გადაინაცვლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან გადაინაცვლეს.

მომიტინგეებს საქართველოს დროშები და ბანერები წარწერებით: “თავისუფლება მიშას!”, “შეწყდეს პოლიტიკური შურისძიება”, “ყველა ერთისთვის” და სხვა. აქვთ მიტანილი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მიშა! მიშა!”. აქციაში ასევე ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობენ.

​ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია.

სუს-თან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავი გაუტეხეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსიდან დაუდგენელმა პირმა სავარაუდოდ ქვა ისროლა, რომელიც შუახნის მამაკაცს მოხვდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და მოუწოდა, მშვიდობიანი მსვლელობით გადაენაცვლათ იქ ,სადაც გუშინ 46 აქტივისტი დააკავეს. მოქალაქეებს და აქტივისტებს ძალის გამოყენებით, ყველანაირი ახსნაგანმარტების გარეშე აკავებდნენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება.

ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

ნიკა მელიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button