მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოპოზიციის კანდიდატის თქმით რუსეთი თურქეთის არჩევნებში ერევა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ხვალ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად ერთდროულად ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა.

მიმდინარე არჩევნებით თურქეთის მოსახლეობამ ქვეყნის მომდევნო საგარეო კურსი უნდა განსაზღვროს. როგორც ცნობილია, წინასწარი გამოკითხვებით ოპოზიციონერი კანდიდატი რეჯეფ თაიფფ ერდოღანს 6%-ით უსწრებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერა იზრდება. წინასწარი პროგნოზითა და კვლევებით, არის შანსი, რომ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა არჩევნების პირველივე ტურის შედეგადაც დასრულდეს. ქემალ ქილიჩ დარ ოღლუს პარტია ასევე ძლიერ კონკურენციას უწევს ერდოღანის პოლიტიკურ ძალას საპარლამენტო არჩევნებშიც.

სოციოლოგების აზრით, 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და მეორე ტური გაიმართება. არჩევნები ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე დაიწყება.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ Reuters -სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის პარტიას (სახალხო-რესპუბლიკური) კონკრეტული მტკიცებულება აქვს, როგორ ერევა რუსეთი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისივე თქმით, “რუსეთი კვირას, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ე.წ. “დიფფეიქის” გამოქვეყნებას აპირებს”.
ამას ემთხვევა თურქი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერდოღანის მთავარი მეტოქის ლიკვიდაცია იგეგმება. თურქული მედია სავარაუდო თავდასხმას საქართველოდან ჩასულ ჯგუფებს უკავშირებს.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აღიარებს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა მისი კონკურენტის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მთავრობის წევრებს შესაძლოა არ სურდეთ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა.

„მმართველი პარტია და მისი მოკავშირეები კენჭისყრის ნებისმიერ შედეგს ლეგიტიმურად ჩათვლიან და გააკეთებენ იმას, რასაც დემოკრატია მოითხოვს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის მთავარი კონკურენტის, პრეზიდენტობის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, პრეზიდენტმა და მისმა მოკავშირეებმა გამოავლინეს ნიშნები, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button