მნიშვნელოვანირეგიონი

ოპოზიციის ლიდერებმა სოფელ შილდაში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

ევროკავშირი გვჭირდება საქართველოსთვის–

“გამარჯვების პლატფორმის” კამპანიის ფარგლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, წყალტუბოს შემდეგ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს.

ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის განმარტებით, სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, თითოეულ მოქალაქესთან მისვლა და მათ პრობლემებზე საუბარია.

ერთიანი პლატფორმის ლიდერები ამბობენ, რომ ყველა სოფელში, სადაც მათი გუნდი ჩავა, სიმბოლურად აღმართავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშას როგორც ევროპული, ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლოს.

დროშების აღმართვას კამპანიური სახე ექნება და
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button