მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიციის ნაწილი ამნისტიის კანონპროექტზე მმართველ გუნდთან შეთანხმების მოლოდინშია

ოპოზიცია აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“წარმოდგენილ ვერსიას არ ეთანხმებიან. თუმცა მათი ნაწილის აზრით,შეთანხმება შესაძლებელია.

“მე ვუჭერ მხარს კომპრომისის იდეას, სადაც გვექნება ერთი კანონპროექტი მრავალპარტიული მხარდაჭერით, თუ გვინდა შეთანხმების მიღწევა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, და არა ის, რომ ერთმანეთს ფეხი დავუდოთ და ტალახი შევასხათ, შეთანხმება არის მიღწევადი,” – განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციური სპექტრი საკომიტეტო მოსმენებში აქტიურად უკვე მომდევნო კვირიდან ჩაერთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button