მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას არ ეთანხმება

მთავრობისთვის უნდობლობის გასაფორმებლად ოპოზიცია პარლამენტში პროცედურებს იწყებს. ამ საკითხის ინიციატორი პარტია „ლელოა“. თუმცა ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ფუჭი ძალისხმევა იქნება ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადება.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელება საზოგადოებაში ნიჰილიზმს გააღრმავებს.

“ეს არის აპრიორი წარუმატებლობაზე გათვლილი ძალისხმევა, რომელის რას მოგვიტანს საერთო ჯამში, იცით? ისევ ფუჭ მოლოდინს შექმნის, რომ რამეს უზამს „ქართული ოცნების“ მთავრობას და ღარიბაშვილის მთავრობას, ამას ვერ შევძლებთ სუფთა მათემატიკურად და სამართლებრივად და შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმის გაღრმავება.” – ამბობს ელისაშვილი.

პარტია „საქართველოსვთის“ წევრი ანა ბუჩუკური კი აღნიშნული საკითხით სპეკულაციებს არ გამორიცხავს.
„იმისთვის, რომ უნდობლობა იქნას გამოცხადებული მთავრობის არსებული შემადგენლობისთის,

“აუცილებელია მოხდეს ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, რასაც სჭირდება 76 დეპუტატი. 76 დეპუტატი ჯამში ყველას ერთად, ოპოზიციას არ გვყავს. შესაბამისად, დღეს რაღაც საკითხზე საუბარი, რომელიც წინასწარ ვიცით, რომ შედეგს არ მოგვიტანს და იქნება სპეკულაციების დამატებითი თემა, ამ პროცესში მონაწილეობას უბრალოდ არ მივიღებთ.” – ამბობს ბუჩუკური.

ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეწინააღმდეგება ასევე გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიასაც.

„გამოიყენება მაშინ, როცა არსებობს რეალური შანსი, ანუ ინიციატორებმა იციან, რომ რაღაც ხდება მმართველ გუნდში და ამ ინიციატივის ინიცირების შემთხვევაში, ის იქნება წარმატებული. ჯერჯერობით ჩვენთვის დამაჯერებელი არგუმენტი მე არ მომისმენია და ამიტომ მე არ ვუჭერ მხარს.” – ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი პოსტები

Back to top button