ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას კანდიდატურას უჭერს მხარს
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება მან ელენე ხოშტარიასთან ერთად გააკეთა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.
ნიკა მელიას განცხადებით, მისი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია.
„ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი.
დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი – მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან”, – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ “დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილისის ქუჩებში და შეეძლოს ხმამაღლა თქმა: მე თბილისს ვემსახურები, თბილისს , რომელიც პოლიტიკაზე მეტია”.
პოლიტიკური მოძრაობა „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დგება დრო, როდესაც უნდა დადგე ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ანახო ერთიანობის ძალა ერთიანობის, ძალა იმ ჯგუფს, რომელიც ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს.
კანდიდატებს მხარს უჭერს “ევროპული საქართველო”.
“ნიკა მელია, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავჯდომარე, იქნებიან ჩვენი საერთო მხარდაჭერის მქონე. ამ ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებში “ევროპული საქართველოს” მთავარი პოლიტიკური ინტერესი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რაც ამ რეჟიმმა მოგვიტანა მთელი ამ წლების განმავლობაში, ესაა ჩვენს ხარჯზე ძალადობის მანქანის დაფინანსება, რესურსების ფლანგვა, კორუფცია და მავნებლური რეგულაციები,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან”.