მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიციის უარი პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ფორმალობას და ფარსს უწოდებს ოპოზიცია. პარტიების უმრავლესობა ამბობს რომ კომისიის საქმიანობაში მონაწილების მიღებას არ აპირებს.

კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ “გირჩი” და “მოქალაქეებიც”
“თუ დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი მტკიცებულებები, რაც ამ არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები და მათ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე,” – განაცხადა “მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა.

ოპოზიცური პარტიების ნაწილი კი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიას არც ამომრჩევლის, არც ოპოზიციური პარტიების და არც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ნდობა არ ექნება.

მოისმინეთ ოპოზიციიდან, ლევან იოსელიანის, რომან გოცირიძის,თორნიკე დიასამიძის,თაზო დადუნაშვილის განცხადებები

მსგავსი პოსტები

Back to top button