ივანიშვილისთვის ხის გადატანის გამო სარკინიგზო მაგისტრალზე ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს

შეკვეთილის მიმართულებით მაგნოლიას გადასატანად სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს და ხეს ზღვამდე მიიტანენ.

შეგახსენებთ, რომ მცენარის ტრანსპორტირება საავტომობილო გზით, გუშინ დაიწყეს. სამუშაოებს კომპანია ზიმო ახორციელებს.

მათი განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით მოხდა. უახლოეს დღეებში შეკვეთილში აჭარიდან კიდევ სამი ხის გამგზავრება იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button