მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოპოზიციის ზუგდიდელი კანდიდატი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში, ბათლომე შელია ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

შელიას განმარტებით, მის წინააღმდეგ გასული წლის აპრილის თვეში დაწყებული სისხლის სამართლის საქმე განაახლეს და სასამართლო მოსმენები დაინიშნა.

ოპოზიციის კანდიდატი ირწმუნება,რომ ეს პროცესები მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

შელია გასულ წელსაც, გამოძიების დაწყებიდან აცხადებდა,რომ ეს საქმე მისთვის წინასაარჩევნოდ “დამოკლეს მახვილი” იქნებოდა.

„მათივე კვლევებით დიდი უპირატესობა მაქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატთან შედარებით. სწორედ ამ დროს არჩევნებამდე 20 დღით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს ამ საქმით, თუმცა არ გამოუვათ და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ნახავს რა მოხდა იმ დროს“, – აღნიშნა მან.

საქმე ეხება 2020 წლის 7 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ბათლომე შელია, სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button