2017 წლიდან პედაგოგების ხელფასები იზრდება

მომავალი წლიდან პედაგოგების ხელფასები გაიზრდება. საშუალო ანაზღაურება 800 ლარამდე იქნება.

ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასები იმ მოცულობით აისახება, როგორიც დაპირება იყო:

“მომავალი წლის დასაწყისში, პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო ანაზღაურება მასწავლებლების მიაღწევს 800 ლარს”,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button