მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სუიციდის შემთხვევა გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 55 წლამდე ასაკის მამაკაცმა, სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
მამაკაცის ცხედარი, სოფელ ჩუმლაყში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
გარდაცვლილი მარტოხელაა, ამიტომ, თვითმკვლელობის რეალური მიზეზი ჯერ არავინ იცის.
მეზობლები ფიქრობენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებამდე, მამაკაცი შესაძლოა აზარტულ თამაშებს მიეყვანა, რითაც, მათი ვარაუდით, გარდაცვლილი ბოლო წლებში იყო დაკავებული.
ადგილობრივები ყვებიან, რომ წარსულში მამაკაცი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა, ხოლო მშობლებთან დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ოჯახი აღარ ჰყოლია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.