რეგიონი

“იარაღით დაშინება და ცემა და აუცილებლად მოგიბრუნდებათ თითოეულს, დამკვეთებს”

ოპოზიციური პარტიის დეპუტატზე ძალადობას მეუღლე გამოეხმაურა

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატის მალხაზ თორიას და მისი არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში თორიას მეუღლე გამოეხმაურა.

“უკვალოდ არ ჩაივლის ბაბუის საფლავზე სანთლის ასანთებად მისული შვილიშვილის, მოზარდის იარაღით დაშინება და ცემა და აუცილებლად მოგიბრუნდებათ თითოეულს, დამკვეთებს და შემსრულებლებს!!! თქვენც გექნებათ სასაფლაოები და აუცილებლად დაგათენდებათ იქ ახალი წელი, არაადამიანებო!! არავის არ შერჩენია მსგავსი და არც თქვენ შეგრჩებათ!!!”,-წერს კატერინა ქანთარია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს თავს დაესხნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button