ოქრო და ორი ბრინჯაო
ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო.
73 კგ. წონითკატეგორიაში ფინალში იჭიდავა თამაზ კირაკოზაშვილმა, მისი მეტოქე სლოვენიელი მარტინ ჰოჟაკი იყო, ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა გიორგი კაციაშვილმა, ვისი მეტოქეც კოსოვოელი აკილ გაიკოვა იყო, ჩვენებურმა იპონით იმარჯვა.
60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა თორნიკე ნაგლიაშვილმა, მან ბრიტანელ ნილ მაკდონალდს იპონით მოუგო.
მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ირაკლიკუპატაძე (55) და ბექა შავდათუაშვილი (66), ისევე ეროგორც გოგონების ტურნირში ჩვენი მონაწილეები – მარიამ ჯანაშვილი (52) და სალომე აბაშიძე (57).
19 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატზე მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები: ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81), ბექა ღვინიაშვილი, დავით რამაზაშვილი (ორივე 90) და გურამ თუშიშვილი გამოვლენ (+100).
ტურნირი კვირას, 20 სექტემბერს, გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.