,,ოქროს და ვერცხლის დათვებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა”
ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალის იდეაა: ,,გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ სამყარო ახალი იდეებით”.
როგორც რადიო “თბილისის” სპეციალური კორესპონდენტი ბერლინიდან იუწყება, შედგა ქართველი რეჟისორის რეზო გიგინეიშვილის ფილმის ,,მძევლები”, ევროპული პრემიერა (ფილმი, ე.წ. ,,თვიმფრინავის ბიჭების” ისტორიაზეა).
აღნიშნული ფილმი საკონკურსო ნაუშევარს არ წარმოადგენს.
ხვალ, 13 თებერვალს “ბერლინალე”-ზე დაგეგმილია ნანა ექვთიმიშვილის ფილმის ,,ბედნიერი ოჯახი”-ს ჩვენება. ფილმი თანამედროვე ქალის მაგალითზე თაობათა შორის დამოკიდებულებას ასახავს.
გარდა მხარვრული ფილმებისა ბერლინალეზე 2 დოკუმენტური და ფილმი”მზის ქალაქი” და ანიმაცია “ლილე” სხვადასხვა ფორუმის სექციაშია წარმოდგენილი.
ჯერჯერობით ნაჩვენები რამდენიმე კინოსურათიდან მაყურებლების მოწონება დაიმსახურა ფილმმა ,,ბოლო პორტრეტი”, რომელშიც მთავარ როლს ჯეფრი რაში ასრულებს, ასევე გამოყოფენ ავსტრიულ ფილმს ,,,ველური თაგვი”.
კინემატოგრაფისტები თვლიან, რომ უტოპიამ კარგი არაფერი მოიტანა და სიახლეა საჭირო. საკონკურსოდ წარმოდგენილია 18-ი ფილმი.
ფესტივალს უკვე სტუმრობდა ცნობილი მსახიობი რიჩარდ გირი.
“ბერლინალეს”ფესტივალზე კატრინ დენევს, ჯულიეტ ბინოშს, ჯეინ ფონდას და სხვა ცნობილ ვარსკვლავებსაც ელოდებიან.
ბერლინალეს ისტორიის მანძილზე არაერთი ქართული ფილმი აჩვენეს, ერთ-ერთი მთავარი პრიზი ვერცხლის დათვი 1986 წელს გიორგი შენელაიას “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” ერგო, 1993 წელს კი იგივე პრიზი რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმს”უძინართა მზეს”გადასცეს.
“ბერლინალეზე” სხვადასხვა წლებში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “”გრძელი ნათელი ღამეები, თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები ” , გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირი” და ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები” აჩვენეს.
ფესტივალი 9 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება.