ოსკაროსანი მსახიობი, ჯეფ ბრიჯისი 2019 წლის ოქროს გლობუსის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდება. მას Cecil B. DeMille-ის სახელობის ჯილდოს, კინემატოგრაფიაში შეატანილი წვლილისთვის გადასცემენ, ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ჯეფ ბრიჯისი ოქროს გლობუსის ნომინანტი პირველად 1985 წელს გახდა. ის ფანტასტიკური ჟანრის ფილმში „ადამიანი ვარსკვლავიდან“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.
პირველი ოქროს გლობუსი კი მან მუსიკალური ფილმისთვის „ შეშლილი გული“ შესრულებული როლისთვის მოიპოვა.
შეგახსენებთ, ოქროს გლობუსის დაჯილდოვების 76-ე ცერემონია ბევერლი ჰილზზე 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება.