მსოფლიოსიახლეები

ოქროს ფასი 8 წლის მაქსიმუმზეა

ამჟამინდელი მონაცემებით, უნცია (31.1 გრამი) ოქროს ფასი ბოლო 8 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა. სასაქონლო ბირჟებზე უნციის ფასმა 1,775 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ანალიტიკოსების აზრით, ოქროზე ფასის ზრდა განპირობებულია გლობალური ეკონომიკური კრიზისის ზრდის ტემპებთან დაკავშირებული გაუარესებული მოლოდინებით.

MarketWatch-ის ანალიტიკოსის, ჯიმი ვაიკოფის ცნობით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები სარისკო აქტივების მოშორებას და ფულის ნაკლებ რისკიან აქტივებში გადატანას ცდილობენ. ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მეთოდად ფულის ოქროში დაბანდება ითვლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button