“ოქროს ურო 2016” – კულტურის მინისტრი ანტი ჯილდოს მფლობელი გახდა
ოქროს ურო მიიღო ჯილდოდ კულტურის მინისტრმა. ეს სიმბოლური ანტი ჯილდო საყდრისის დაცვის კომიტეტმა დააწესა.
ორი წელი საყდრისის ოქროს მაღაროს აფეთქებიდან და სპეციალური ჯილდო კულტურის მინისტრს. საყდრისის კომიტეტის წევრების მიერ დაწესებული ნომინაციებში, მიხეილ გიორგაძე ოქროს ურო 2016-ის მფლობელი გახადა.
კომიტეტის წევრები დღეს კულტურის სამინისტროში მივიდნენ და ოქროს ურო კულტურის მინისტრის წარმომადგენელს გადასცეს. ანტი პრიზი, ყოველ წელს, 13 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეულ პირებს და ორგანიზაციებს გადაეცემა.