“ვაგნერის” დამფუძნებელი მებრძოლების ომში მონაწილეობის შეჩერებას აპირებს

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინის ტერიტორიაზე ოპერაციების შეწყვეტას აპირებს მას შემდეგ, რაც რუსეთის რეგულარულმა ძალებმა ვაგნერის წევრებისთვის ტყვია-წამლისა და ცოცხალი ძალის მიწოდება შეწყვიტა.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც მებრძოლებს შორის პატიმრების ჩარიცხვა შეწყვიტეს, ვაგნერის ძალებს პერსონალის და ტყვია-წამლის დეფიციტი აქვს.
პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების ძალები და პოლიტიკური ისტებლიშმენტი მზარდ საფრთხედ განიხილავენ, ახლა მებრძოლებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდის მას შემდეგ, რაც მას ციხეებიდან პატიმრების რეკრუტირების უფლება დაუბლოკეს – წერს Bloomberg და აღნიშნავს, რომ კრემლს არ მოეწონა პრიგოჟინის დამოუკიდებლობა.
აღსანიშნავია, რომ “ვაგნერის” დაქირავებულებმა ვერ შეძლეს თავიანთი მთავარი სამიზნის – ქალაქ ბახმუტის დაკავებას, მიუხედავად მრავალთვიანი მცდელობისა და დიდი დანაკარგებისა
ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერში ირიცხებოდნენ პატიმრები, ვისაც 6 თვე ბრძოლის სანაცვლოდ “შეწყალებას” ჰპირდებოდნენ. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერში აღარ ჩაირიცხებიან პატიმრები.
თებერვლის ბოლოს აშშ-მ განაცხადა, რომ ვაგნერმა უკრაინაში ბრძოლებში 30 000-მდე მეტი სამხედრო დაკარგა.