ოქრუაშვილის თავდასხნაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ცოტახნის წინ მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მიღებული გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა. გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაიჭრა ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას გადიან.