მნიშვნელოვანისაქართველო

ოქრუაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს მიერ ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება უსაფუძვლოა, რადგან არ არსებობს მიმალვის, ან ვინმეზე ზემოქმედების საშიშროება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, თბილისში დააკავეს.

მას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button