ოქსფორდის უნივერსიტეტმა სესილ როდსის ქანდაკების დემონტაჟზე უარი განაცხადა [Photo]

სტუდენტების ფართომასშტაბიანი კამპანიის მიუხედავად, სესილ როდსის ქანდაკება ოქსფორდის უნივერსიტეტის ორიელ-კოლეჯის შენობის ფრონტონზე დარჩება, – გვაცნობებს BBC.

ინგლისელი და სამხრეთაფრიკელი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, სესილ როდსის ქანდაკების დემონტაჟის კამპანია ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წამოიწყეს. ისინი თვლიან, რომ მონუმენტი თეთრი რასის უპირატესობის სიმბოლოს წარმოადგენს. კამპანიამ ლოზუნგის ქვეშ – Rhodes Must Fall (როდსი უნდა დაეცეს) ჩაიარა.

გასულ კვირას, სტუდენტურმა სადისკუსიო კლუბმა 245 ხმით 212-ის წინააღმდეგ ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლეჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და მონუმენტი ადგილზე დატოვა, როგორც რთული ისტორიისა და კოლონიალიზმის მემკვიდრეობის სიმბოლო.

The Daily Telegraph-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ძეგლის ადგილზე დატოვების გადაწყვეტილება სპონსორების ზეწოლის შედეგად მიიღეს. ისინი კოლეჯს დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას შეუწყვეტდნენ, რომელიც 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

სესილ როდსი თავისი იმპერიალისტური შეხედულებებით იყო ცნობილი. იგი 1870-იან წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა და ორიელ-კოლეჯის წევრი იყო. მან ქონების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ალმა-მატერს უანდერძა. მისი სახელობის სტიპენდია განათლების მიღებაში 8000 ათას უცხოელ სტუდენტს დაეხმარა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28385″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button