მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ორბანი პუტინთან შეხვედრაზე NATO-ს არ წარმოადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის დედაქალაქში თავისი ვიზიტის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის თაობაზე, მოსკოვში წასვლის წინ აცნობა თავის ნატოელ კოლეგებს – განაცხადა 5 ივლისს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ “ცხადია, ამ შეხვედრებზე ორბანი არ წარმომადგენს ნატოს. ის თავის საკუთარ ქვეყანას წარმომადგენს.” ვიქტორ ორბანი 5 ივლისს ჩავიდა მოსკოვში.

ინფორმაცია ტასს-მა გაავრცელა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანზე დაყრდნობით. ცნობით, ორბანი რუსეთის დედაქალაქში „ სამშვიდობო მისიის ფარგებში“ ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმას. იუწყებიან, რომ საუბარი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს შეეხება.

მანამდე, 2 ივლისს უნგრეთის კიევში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. კიევმა ეს წინადადება უარყო.

კიევმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის მხარემ მიიღო უკრაინასთან შეთანხმების და კოორდინაციის გარეშე.

კიევში ორბანის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, 1 ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით ჩაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ ვიზიტი ექსკლუზიურად, უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარეობს.

ბორელის განცხადებით, ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი არ მიუღია.

“ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე აისახება ევროპის საბჭოს ბევრ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერმინისტრი არ წარმოადგენს ევროკავშირს არავითარი ფორმით”, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. პრესსპიკერის თქმით, ვიქტორ ორბანი მოსკოვს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია.

უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო დახმარება.

ვიქტორ ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 2 დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

ვიქტორ ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.

ამ თვის დასაწყისიდან უნგრეთი, როტაციულად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის უფლებამოსილებას არავის აძლევს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საბჭოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა – მსხვერპლი.

ბრიუსელი შეაშფოთა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს.

ორი დღის წინ ორბანი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button