მნიშვნელოვანისიახლეები

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დაიწყო.
დღევანდელი შეხვედრაც ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას უკავშირდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსჯელობა იქნება ყველა იმ სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ამ პროცესში “ქართულ ოცნებასთან” ბრძოლის ბერკეტი იქნება.

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კარგი შანსი მისცა, ხომ იძახის კობახიძე დიალოგიო, კარგი შანსი მისცა, რომ ამ კვრაში ჩაერთოს ამ პროცესში, თუ ჩაერთვება, ეს მისი გადასაწყვეტია, არ ჩაერთვება – ჩვენი მხრიდან ნაბიჯები უნდა იყოს ხისტი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს.
მისი თქმით, სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, კანონგარეშე მოქმედი თვითმარქვია ხუნტაა, რომელიც სავარძლებშია მოკალათებული.
„მზად ვარ, ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი მხარს დაუჭერს, ვიტვირთო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საერთო ფორმატში მიღებული, მზად ვარ, გავინაწილო და ავიღო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მზად ვარ, ყველა ფორმატში, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება აქ მიღებული, მის რეალიზებაზე ვიტვირთო პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მხარს უჭერს და უფრო იხრება ისეთი გადაწყვეტილებისკენ, რომელიც უფრო ხისტი იქნება.
„თუნდაც იყოს არჩევნების დანიშვნა, პარლამენტის დათხოვნა, თუნდაც საერთო პოზიციები იქნება, რაც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მკვეთრი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მაგრამ საერთო კოორდინაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაც მივიღებთ გუნდურად ყველანი ერთად, უპირობოდ შევასრულებ. საზოგადოება თუ რამეს გვთხოვს, არის ერთად დგომა, ერთიანობა, ხალხთან ერთად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გადაწყვეტილებების აღსრულება. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კარგი შანსი მისცა, ხომ გაიძახიან დიალოგი, დიალოგი, დიალოგი, ხომ იძახის კობახიძე. კარგი შანსი მისცა, რომ ამ კვრაში ჩაერთოს ამ პროცესში, ჩაერთვება? ეს მისი გადასაწყვეტია, არ ჩაერთვება – ჩვენი მხრიდან ნაბიჯები უნდა იყოს ხისტი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა შედეგს მივაღწიოთ, არის სწორედ ერთიანობის ჩვენება, ერთიანი ფორმატის არსებობა. იმედი მაქვს, რომ შეძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ისევე როგორც პარტიები, გაამართლონ მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებისას მედიასთან განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური ერთიანობა უნდა შედგეს „პრეზიდენტის ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ“.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც საზოგადოების მხრიდან დაკვეთაა, არის ოპოზიციური ერთიანობა და ერთიანობა პრეზიდენტის ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ, ვინაიდან, ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც დარჩა საქართველოში ივანიშვილის არალეგიტიმური, რუსული რეჟიმის პირობებში.
კონსტიტუციის ჩარჩოში დასაბრუნებლად და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციით საზოგადოების მთავარი დაკვეთის კონვერტირება პოლიტიკურ შედეგში. ესაა უპირველეს ყოვლისა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელსაც ჩაატარებს არა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და მისი დანაყოფები სუს-ის, ცესკოს თუ ნებისმიერი სხვა უწყების სახით, რომელიც კონტროლდება, არამედ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის და ინსტიტუტების პირობებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მე სრულიად, ღრმად დარწმუნებული ვარ, როგორც პოლიტიკოსი და როგორც კონსტიტუციონალისტიც, რომ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილება სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც იმავდროულად იქნება კონსტიტუციის შესაბამისი , – ამის შესახებ პარტია „ახალის“ლიდერმა ნიკა გვარამიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ მოხდება პოზიციების შეჯერება
„დრო ძალიან ცოტაა, გადაწყვეტილებები ჩვენ გვჭირდება, არა უბრალოდ გადაწყვეტილებები, არამედ მკაფიო გადაწყვეტილებები, თუმცა კვლავ ვამბობ, მზაობა ამ გადაწყვეტილებებისთვის არსებობს და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა უნდა გამოიტანოს ეს გადაწყვეტილება და ხალხს ამცნოს. ეს მისი ფუნქციაა, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური მმართველის. მე იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას მოვისმენთ და იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნება იმგვარი სივრცე და ფორმატი, რომელიც სწრაფად არასრულებს ქართველი ხალხის ნებას, ეს არის ახალი არჩევნების და ლეგიტიმური ხელისუფლება, ის, რასაც მივყავართ ევროპაში.
ჩემი პირადი პოზიცია არის ახალი არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად. ახალი არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად შეიძლება გულისხმობდეს რამდენიმე ვარიანტს წინმსწრებად, თუმცა ყველაზე ხანმოკლე და ეფექტიანი, მე პირადად და ეს ჩემი პოზიციაა, არის ამ პარლამენტის დათხოვნა, რომელიც არალეგიტიმურია.
პირველი, კონსტიტუციის ჩარჩო არის დარღვეული. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ წესები იწერება მხოლოდ იმათთვის, ვინც არ ასრულებს წესებს და ხელისუფლებისთვის, ანუ ვინც წერს ამ წესებს, ეს წესები არ იწერება, ეს, ასე არ არის. მეორე- მე სრულიად, ღრმად დარწმუნებული ვარ, როგორც პოლიტიკოსი და როგორც კონსტიტუციონალისტიც, რომ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილება სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც იმავდროულად იქნება კონსტიტუციის შესაბამისი. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაა და არც სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, ეს უბრალოდ გადატრიალებაა“-განაცხადა გვარამიამ.

პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და რომელიც არის ყველაზე ეფექტური [შედეგის მისაღწევად], – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის დაწყვებამდე განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეების პროტესტის გარდა დადებითი შედეგი მოიტანა პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ, რომ სრულ იზოლაციაში მოქცეულიყო „ქართული ოცნება“.
„ახლა გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, შეიქმნა მასთან კოალიციური საბჭო, რომელიც იმსჯელებს ყოველდღიურ გეგმებზე. პოლიტიკური აქტორები უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, სრულიად იზოლირებულია ეს ძალა, მარტოა ე.წ. პარლამენტში, მარტოა გარე სამყაროსთვის დარჩენილი. ამ იზოლაციაში ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორედ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ. ამას ჩვენ გავაგრძელებთ და მინდა ვთქვა, რომ დადებითი შედეგი მოიტანა ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურმა ბრძოლამ და მშვიდობიანმა პროტესტმა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გუშინაც იმყოფებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button