რეგიონი

ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ სოფელ ფახულანში პრობლემები შექმნა

ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფახულანში პრობლემები შექმნა.

უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სოფელი ლია, პალური და წალენჯიხის რამდენიმე უბანი დააზარალა.

ასევე განადგურებულია თხილის პლანტაციები.

წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებშიც შეუვარდა. ქალაქში კი მეწყერი ჩამოწვა.

წალენჯიხის მერის მოადგილე აცხადებს, რომ დაზარალებულებს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დამხარებას გაუწევს.

“მეორე დღეა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს.
ფახულანში,ლიაში და ასევე, წალენჯიხის რამდენიმე უბანში, შეიქმნა პრობლემები.
სანიაღვრე არხებიდან გადმოვიდა წყალი და ძირითად, დატბორილია ის ნაგებობები, რომელიც დამხმარე სათავსოდ ითვლება დასავლეთ საქართველოში”, – ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

მისივე თქმით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button