ორეგონის კოლეჯში 15 ადამიანი დაიღუპა [Video/Photo]
სროლის შედეგად, ამერიკის შტატ ორეგონის კოლეჯში 15 ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა. სროლის მიზეზი და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა BNO News.
ინციდენტი კოლეჯში მოხდა, რომელიც ქალაქ როზბერგის გვერდზეა განლაგებული.
ადგილობრივი ტელეკომპანია Q13 FOX გადმოსცემს, რომ ბოროტმოქმედი მოკლულია. ერთ-ერთ თვითმხილველზე დაყრდნობით, მკვლელის წერილი უპოვიათ, სადაც შემდეგი ფრაზა ეწერა:
„გაზეთის უკანასკნელ კაბადონზე მოხვედრის ეს ჩემი ერთადერთი შანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არარაობა ვყოფილვარ“.
სხვა თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სტუდენტების აღმსარებლობით იყო დაინეტესებული.
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი – 26 წლის კრის ჰარპერ მერსერია. სამართალდამცველები ინციდენტის გამოძიებას აგრძელებენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19398″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]