მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ორგანიზაციამ ,,მრავალეროვანი საქართველო” კახეთში დარღვევები დააფიქსირა.

ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, საარჩევნო უბნებზე, ორგანიზაციამ ,,მრავალეროვანი საქართველო” ოთხი დარღვევა დააფიქსირა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის კაბინაში ფოტოს გადაღების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნისა და არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები დააფიქსირეს.

ორგანიზაციის საარჩევნო ექსპერტი ლელა ტალიური ამბობს, რომ მიუხედავად დარღვევებისა, არჩევნები კახეთში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

“ოლქის საარჩევნო უბნებზე ოთხი დარღვევა დავაფიქსირეთ. ერთი შემთხვევა ახმეტის 25–ე უბანზე მოხდა, სადაც ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში გადაიღო ფოტო, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია. მეორე ფაქტი უკავშირდება ლაგოდეხის 22–ე უბანს, სადაც ერთ–ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია და კაბინაში არ შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კომისიის წევრებმა ამის თაობაზე მიუთითეს, არჩევანი მაინც საჯაროდ გააკეთა. ასევე 22–ე უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, რომ ნაკადის მომწესრიგებელმა დაახლოებით 5 ამომრჩევერლი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა უბანზე. კომისიამ ამომრჩევლებს არჩევანის უფლება არ მისცა. ერთი ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მობილური ტელეფონით გადაღებული პირადობის მეშვეობით ცდილობდა ხმის მიცემას და თან არ ჰქონდა პირადობა. მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. ზოგადად უბნებზე არის მშვიდი ვითარება – განაცხადა ლელა ტალიურმა.

,,მრავალეროვანი საქართველო” არჩევნებს, უმთავრესად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე აკვირდება

მსგავსი პოსტები

Back to top button