მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ორი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო დაუდგენელია”

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, გუშინდელი მაჩვენებლით ინფიცირებულთა 496 დადასტურებული შემთხვევა იყო. ეზუგბაიას განმარტებით, დღეისთვის, 24 საათის განმავლობაში, ამ რაოდენობას 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა.

„ამჟამად, ვირუსით ინფიცირებულთა 511 დადასტურებული შემთხვევაა. ამ 15 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან წყარო ძირითადად ცნობილია. ეს არის ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. მხოლოდ 2 პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, დაუდგენელია და გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button