ორი დახურული ვარჯიში
საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიასთან შინ გასამართი ევრო2 016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩისათვის საწვრთნელ ცენტრ „ბასაზე“ უკვე სრული შემადგენლობით ემზადება.
დღეს კახა ცხადაძის გუნდს ორი ვარჯიში აქვს დაგეგმილი და ორივე დახურული იქნება.
როგორც ცნობილია, შოტლანდიური დელეგაცია საქართველოს დედაქალაქს დღეს ეწვევა და სავარაუდოდ, დღესვე ივარჯიშებენ. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებს 2000 გულშემატკივარი ეყოლებათ.
უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის, გათვალისწინებულია სპეციალური ადგილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიის გუნდს 4 სექტემბერს მასპინძლობს.