მნიშვნელოვანისაქართველო

ორი ეგზიტპოლი და რადიკალურად განსხვავეული მონაცემები

გრიგოლ ვაშაძე- “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი- 40%, სალომე ზურაბიშვილი – “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი-40%; დავით ბაქრაძე- “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი-10% – ასეთია საერთაშორისო კომპანია Edison Research -ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის მიერ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილი პირველი სამეული“.

Edison Research-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია რუსთავი2-ის დაკვეთით ჩაატარა.

პირველადი შედეგები 16 საათის მონაცემებს ასახავს.

შემდეგი სამეული კი ასე დაჯგუფდა:

შალვა ნათელაშვილი-“ლეიბორისტული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი-3%

დავით უსუფაშვილი-“შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი-2 %

ზურაბ ჯაფარიძე-“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი-2%.

“ქართულმა ოცნებამაც” გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, რომელთა თანახმად, პარტიის მიერ მხარდაჭერილმა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 52,3%, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 28,1%, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 9,2% და და სხვა კანდიდატები 10,4%.

კომპანია “ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, ამავე ეგზიტპოლით, მეოთხე ადგილზეა „გირჩის“ კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე 3,3%-ით და მეხუთეზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 3,1%. კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოკითხა 5124 ამომრჩეველი და ცდომილების ფარგლებია 2,6%.

მსგავსი პოსტები

Back to top button