რეგიონი

ორი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი-დაპირისპირება სვანეთში

სასტიკი მკვლელობის დეტალები,რომელიც მესტიის სოფელ ეცერში მოხდა.

მოკლულია ორი, 30 წლამდე მამაკაცი და დაჭრილია კიდევ ერთი.

მოკლულთა შორისაა 28 წლის გიორგი პაკელიანი და 30 წლის გურამ აფრასიძე.

შემთხვევის დროს დაიჭრა გიორგი პაკელიანის ძმაც.

გავრცელებული ინფორმაციით,სიტყვიერი დაპირისპირება ნასვამ მდგომარეობაში აფრასიძეების სახლთან, დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი ის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიორგი პაკელიანმა ცეხლსასროლი იარაღიდან გაისროლა გურამ აფრასიძის მიმართულებით, მისი სახლის წინ, ამის შემდეგ კი დაჭრილი გურამ აფრასიძის მამა, თენგიზ აფრასიძე გამოვიდა გარეთ და სწორედ მან ესროლა გიორგი პაკელიანს.

დაჭრილია ასევე გიორგი პაკელიანის ძმაც, თუმცა ჭრილობების სიმსუბუქიდან გამომდინარე ის მალევე გაეწერა სახლში.

მედიასთან საუბრობს, მოკლული გიორგი პაკელიანის დედა, რომელიც მომხდარის თვითმხილველი გახლავთ და იგი მომხდარს ადრე გვარებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებს.

ამის გამო კი პაკელიანების ოჯახი წლების განმავლობაში კახეთში, ლაგოდეხში იყო გახიზნული იყო და სულ რამდენიმე წელია უკან სვანეთში დაბრუნდნენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი, თუმცა ამ ინფორმაციას შსს ამ დრომდე არ ადასტურებს, და ამბობენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, მესტიის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე გამოკითხვაზე რჩებიან ინცინდენტში მონაწილე თენგიზ აფრასიძე და გიორგი პაკელიანის ძმა.

გარდაცვლილების ცხედრები ქუთაისში, ექსზერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს

მსგავსი პოსტები

Back to top button