ორი გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები თანამდებობიდან გათავისუფლების შესასეხ.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ ნუგზარ ყიფიანმა და ზურაბ რუსიშვილმა განცხადებებით პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
განცხადებები დაწერის კონკრეტული მზეზები ჯერ უცნობია.
ქართული მედიით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა თანამდებობები დატოვენ კახეთისა და გურიის გუბერნატორებმაც, თუმცა თავად გუბერნატორები ამ ცნობას არ ადასტურებენ.