ორი “მაესტრო” – დავა სახელწოდებისა და ლოგოს გარშემო

გაჩნდება თუ არა ქართულ ტელესივრცეში ორი “მაესტრო”? შენობის გარდა, დავა ტელევიზიის სახელწოდებისა და ლოგოს გარშემო დაიწყო.

არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე შპს ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფუძნებას აანონსებს და ჟურნალისტებს თანამშრომლობას სთავაზობს.

მაკა ასათიანი თანახმაა, რომ ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია “მაესტრომ” დღეს არსებული შენობიდან იმაუწყებლოს.

თავის მხრივ, ტელევიზიის სახელის გამო, სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც პარალელურ რეჟიმში შპს სტუდია “მაესტროსთვის” შენობას ეძებს.

თანაშემწის დახმარებით, გაჩეჩილაძე სადავო ტელეკომპანიის მენეჯმენტისგან ფინანსურ დოკუმენტაციასაც იბარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button