მნიშვნელოვანისაქართველო

ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, პროცესის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა.

როგორც პროკურორმა თეონა გვაზავამ განაცხადა, დაკავებულს სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შეეცვალა. თეონა გვაზავამ განმარტა, რომ მუხლის გადაკვალიფიცირების გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ საქმეში ახალი მტკიცებულებების გამო მიიღო.

პროკურორის ინფორმაციითვე, დაკავებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა საბრალდებო მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. 2000 წელს დაბადებულ პირს ბრალი ოფიციალურად 2 თებერვალს საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

31 იანვრის ღამეს „წითელ ბაღში“ მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-ო მოზარდს არასრულწლოვანი ყოფილი თანაკლასელების დაჭრას ედავება.
საუბარია სამ მოზარდზე, რომელთაგანაც ორი მომხდარის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button