მნიშვნელოვანისაქართველო

ორი პარალელური აქცია თბილისში აღარ გაიმართება

ორი პარალელური აქცია დღეს თბილისში აღარ გაიმართება.

ლგბტ უფლებების დამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე დაანონსებული აქცია გააუქმეს.

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის ჩაშლის მიზეზად ორგანიზატორებმა შესაძლო დაპირისპირებმა დაასახელეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ აქციის მშვიდობიანად ჩატარების გარანტია ვერ მიიღეს და ნეონაცისტური ჯგუფებიდან სიტუაციის ესკალაციას ელოდნენ.

“თანასწორობის მოძრაობის” გადაწყვეტილებას არ იზიარებს სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელმაც რამდენიმე მედიასაშუალებას განუცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას ინდივიდუალურად გამართავს.

“თანასწორობის მოძრაობის” მიერ აქციის გაუქმების შემდეგ კონტრაქცია გააუქმა “ქართულმა მარშმა”. კონტრაქციას გეგმავდა ნეონაცისტური “ეროვნული ერთობაც”.

დღეს, 17 მაისს თბილისში გაიმართება საქართველოს ეკლესიის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწესებული, “ოჯახის სიწმნიდის და სიმტკიცის დაცვის დღისადმი” მიძღვნილი მსვლელობა. 15 მაისს საპატრიარქომ განაცხადა, რომ მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი უნდა შეიკავონ “ადამიანებმა, რომლებიც გამორიჩევიან რადიკალური გამონათქვამებით ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით”.

მსგავსი პოსტები

Back to top button